მამუკა მდინარაძე კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თურქეთში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია – ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი – თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად

მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ხუთი დღით, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კითხვას, ჰქონდა თუ არა თურქეთში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია.
მდინარაძის განცხადებით, თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ უნახავს, მაგრამ ხშირად კითხულობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამბავს და ის კარგად არის.
„ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი. მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად ხუთი დღით. ეს არის იმდენად ბინძური რამ, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანებოთ.
მე ვკითხულობ მის ამბავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და არის კარგად და ძალიან მიხარია ეს ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა