ხატია სიჭინავა: მიყვარხარ, ტრამპპპ… (ვიდეო)

“ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მთაწმინდის პარკში კახი კალაძის წარდგენაზე იკრიბებიან- ხატია სიჭინავა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც წარდგენაზე მივიდა.

სიჭინავა ამბობს, რომ სინდისის პატრიმრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან მოვლენებს თვალს არ ადევნებს, თუმცა, ის იცის, რომ “ყველა მათგანი აქციაზე დაიჭირეს და ისინი ხალხს არბევდნენ.“

ჩემი პოზიცია ასეთია, თუ ჩემი შვილი დააშავებს, აუცილებლად აგებს პასუხს, საყვარელო. დანარჩენს თვითონ გადაწყვეტს სასამართლო. ცრუ მოწმე რას ნიშნავს, კადრები არ არსებობს? მე არ ვადევნებ თვალ-ყურს და არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ვიცი, რომ ყველა დაიჭირეს მიტინგზე, როცა არბევდნენ და წვავდნენ ხალხს, აბრმავებდნენ და ა.შ.-ამბობს სიჭინავა.

სიჭინავა “ტვ პირველის„ ეთერიდან“ -სპრეზიდენტსაც “უხსნის სიყვარულს“ და ამბობს, რომ მას მისთვის იმედები არ გაუცრუებია, “მიუხედავად იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები არ მოუხსნა.“

ტრამპი რომ პრეზიდენტი გახდა, ახლაც მიხარია, მიყვარხარ, ტრამპპპ. იმედები არ გაუცრუებია ჩემთვის. არ მგონია, ბიძინას სანქციები აშინებდეს.

ჟურნალისტმა სიჭინავას მოსკოვში სტუმრობაზე ჰკითხა, რაზედაც მან შემდეგნაირი პასუხი გასცა:

მოსკოვი ძალიან კარგი იყო,ლამაზი და სხვათაშორის, ძალიან უყვართ ქართველები. ჩემთვის და პუტინი სხვადაქსხვა რამეა, შეიძლება რუს ხალხს ქართველები უყვარდეთ.  პუტინის მოსკოვი არ არსებობს, პუტინი დღეს არის, ხვალ არ იქნება.