აშშ: რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტები, სურს რაკეტები შეიძინოს ირანისგან

თეთრმა სახლმა 4 იანვარს გამოაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების დასკვნით, რუსეთმა ჩრდილოეთი კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ირანისგან ცდილობს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას უკრაინაში წარმოებულ ომში გამოსაყენებლად.
ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯონ კირბის თანახმად, დაზვერვის დოკუმენტებში, რომლებსაც ახლახან მოეხსნა გრიფი “საიდუმლო”, ნათქვამია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ძალებმა მათგან სულ მცირე ერთი რაკეტა ისროლეს უკრაინაში, 30 დეკემბერს – ამბობს კირბი და დასძენს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მაგრამ “აქტიურად მიიწევს წინ”.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)