“რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს ავიაციამ ბაღდადში საჰაერო იერიში მიიტანა PMF–ის სარდლობაზე” – გიორგი კობერიძე

რამდენიმე წუთის წინ -ს ავიაციამ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში საჰაერო იერიში მიიტანა პრო-ირანული დანაყოფის, სახალხო მობილიზაციის ძალების (PMF) სარდლობაზე. სავარაუდოდ ერთ-ერთი ლიდერი, ალ-ნუჯაბას ბრიგადის ხელმძღვანელი, მუშთაქ თალიბ ალ-საიდი მოკლულია, რომელიც ბაღდადში აშშ-ს წინააღმდეგ მოქმედებაზე იყო პასუხისმგებელი.
სახალხო მობილიზაციის ძალები 250 ათასი სამხედროსაგან შედგება და მიუხედავად ერაყელებით დაკომპლექტებისა, ერთგულებას მაინც ირანს უცხადებენ ხოლმე. სიტუაცია რეგიონში საკმაოდ დაძაბულია. ბოლო დღეებია აშშ-სა და ისრაელს ჰეზბოლაზე, პრო-ირანულ იემენელ ჰუთებზე, ირანულ რაკეტებსა და ერაყში მოქმედ ირანულ ძალებზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ამასთან, არაერთხელ აღინიშნა, რომ დღეს ირანის რეჟიმი ისეთი სუსტია, როგორც დიდი ხანია არ ყოფილა ის. წლობით პროტესტმა, წყლის კრიზისმა, სანქციებმა, ახალგაზრდა თაობამ და იდეოლოგიის კრიზისმა დიდი პრობლემები შეუქმნა რეჟიმს. მისთვის ესკალაცია შეიძლება პოზიციების გამყარების საფუძველიც იყოს (როგორც ეს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მოხდა), მაგრამ ფართომასშტაბიან კონფლიქტმა შეიძლება დაასუსტოს ან სულაც დამხობა გამოიწვიოს. ამიტომაც საკმაოდ არაპროგნოზირებადი პოლიტიკური მდგომარეობაა იქ. როგორც აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა და ცნობილმა ქორმა ჯონ ბოლტონმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, მდგომარეობა ირანის შიგნით საკმაოდ მძიმეა და გუშინდელი აფეთქებაც რეჟიმის უკიდურეს კრიზისზე მიუთითებსო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ირანი და ჰეზბოლა ძალიან ფრთხილობენ. ვნახოთ იქნება თუ არა მათი მხრიდან ვინმესადმი რაიმე პასუხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი