100-ზე მეტი დაღუპული და 200-მდე დაშავებული ირანში მომხდარი აფეთქების დროს – ვის კვალზე საუბრობს ოფიციალური თეირანი

100-ზე მეტი დაღუპული და 200-მდე დაშავებული – ეს ამ დროისთვის ქერანში მომხდარი აფეთქების ბოლო ოფიციალური მონაცემებია. თუმცა, არ არის გამორიცხული, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან სამოქალაქო პირების გარკვეული ნაწილი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
აფეთქება ირანის სამხრეთში გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავის სიახლოვეს, მისი გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, სამგლოვიარო მსვლელობის დროს მოხდა. პირველი აფეთქება, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაფიქსირდა. მეორე – 20 წუთის შემდეგ, როდესაც ადგილზე უკვე მაშველები და სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები დისტანციურად აამოქმედეს.
აფეთქებას ტერორისტულ თავდასხმად აფასებს ირანის სულიერი ლიდერი. დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯის პირობა დადო ქვეყნის პრეზიდენტმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, იბრაჰიმ რაისი დარწმუნებულია, რომ თავდასხმის უკან ისრაელის სპეცსამსახურები დგანან.
აფეთქების უკან ისრაელის კვალს ვერ ხედავენ ვაშინგტონში. განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა გააკეთა. მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ყასემ სოლეიმანი ირანის საგარეო პოლიტიკის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა. ის 2020 წელს შეერთებული შტატების საჰაერო იერიშის დროს მოკლეს. გენერალი საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო არამხოლოდ ირანში, არამედ, სირიაში, ლიბანში, ერაყსა და იემენში. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მან დაითანხმა პუტინი სირიის კონფლიქტში ჩარეულიყო. ოფიციალური თეირანი ირწმუნება, რომ გენერლის საფლავზე მომხდარი აფეთქების დეტალებს უმოკლეს პერიოდში დაადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში