გიორგი კაჭარავა – თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს

რამდენად სერიოზულია -ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ს პრეზიდენტ პუტინისათვის ში ომის დასრულებისთვის მიცემული 10-12 დღიანი ვადა, სავარაუდოდ, როგორი იქნება ტრამპის ულტიმატუმზე პუტინის პასუხი, რატომაა პუტინისათვის პრობლემური უკრაინაში ომის დასრულება, პუტინმა რომ უკრაინაში ომი დაასრულოს ტრამპის პირობებით, ამას რუსეთში რა შეიძლება მოჰყვეს, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რატომ რეაგირებენ სოხუმში მწვავედ სამხრეთ კავკასიაში მომხადრ ცვლილებებზე, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა, ამჯერად რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ იგი პუტინს 50 დღის ნაცვლაც 10-12 დღეს აძლევს და ელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

დამკვირვებელთა უმრავლესობა ასკვნის, რომ ტრამპს მოთმინების ფიალა აევსო იმის გამო, რომ მას შემდეგ რაც იგი თეთრი სახლის ხელმძღვანელი გახდა პუტინთან მოლაპარაკებებში შევიდა, მისგან ომის შეწყვეტის ბევრი დაპირებები მიიღო, მაგრამ, პუტინმა ომის დასასრულებლად კი არა, ცეცხლის შეწყვეტისთვისაც არაფერი გააკეთა და აგრძელებს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას.

თავიდან, ტრამპი მზად იყო ც ეღიარებინა რუსეთის ტერიტორიად და უკრაინაზე რუსეთის პრეტენზიები, მან საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი პუტინი პრაქტიკუალდ საერთაშორისო იზოლაციდანაც კი გამოიყვანა, რადგან მასთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო, მაგრამ პუტინმა მისთვის მიცემული შანსი არ გამოიყენა.

ვხედავთ, რომ ტრამპი ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. მანვე თქვა, რომ მზადაა, ევროპის ქვეყნებსა და ნატოს აშშ მიჰყიდის იარაღს უკრაინისთვის.

სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ტრამპის მხრიდან პუტინის მიმართ „მოთმინების დაკარგვა“ და პუტინისთვისვე მიცემული 10-12 დღე უკრაინაში ომის დასასრულებლად?

– პრეზიდენტ ტრამპის 50 დღიანი ვადის 10-12 დღეზე დაყვანა მეტყველებს იმედგაცრუებაზე. ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები გააჩნია. გავიხსენოთ პრეზიდენტ ტრამპის პირველი 100 დღე, როდესაც ის ცდილობდა ცეცხლის შეწყვეტაზე ეწარმოებინა მოლაპარაკებები. მერე იყო სატელეფონო საუბრების სერია. მას მოყვა სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიდკოფის რუსეთში ვიზიტების მთელი წყება. ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა.

ამ პროცესებმა აჩვენეს რომ აშშ-ს და მის ხელმძღვანელობას რუსეთთან დიპლომატიური ძალისხმევით შედეგის მიღწევა არ შეუძლია. ეს, როგორც ჩანს, განპირობებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოზიციით, რომელსაც ის ურყევად აფიქსირებს 2021 წლის ცნობილი ულტიმატუმის გაჟღერების შემდგომ.

აშშ და მის ხელმძღვანელობას რუსეთთან დიპლომატიური ძალისხმევით შედეგის მიღწევა არ შეუძლიაესროგორც ჩანსგანპირობებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისვლადიმირ პუტინის პოზიციითრომელსაც ის ურყევად აფიქსირებს 2021 წლის ცნობილი ულტიმატუმის გაჟღერების შემდგომ

ამით რუსეთი პრაქტიკულად მთელს მსოფლიოს უცხადებს რომ ის არაა მზად შეცვალოს თავისი მიზნები უკრაინასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ევროპული უსაფრთხოებისა და ზოგადად მსოფლიო მოწყობის მიმართ. ამიტომ აღნიშნული ვითარება მოსკოვში განიხილება გაცილებით უფრო ფართო ასპექტში, ანუ გლობალური პროცესის ნაწილად.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ ე.წ. ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ არის მოსალოდნელი მარტივი მიზეზის გამო, ის ამისთვის მზად არაა, და როგორც ჩანს, არც სურვილი აქვს.

 ტრამპის ამ განცხადებას პუტინის მიმართ ლამის მთელი მსოფლიო პრესა გამოეხმაურა.

კრემლის პროპაგანდისტული არხების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ტრამპის ეს განცხადება პუტინისთვის და მისი გარემოცვისთვის უსიამოვნო ფაქტი კი იყო, მაგრამ რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ ოფიაციალურმა მოსკოვმა თქვა, რომ რუსეთს იმედი აქვს, რომ აშშ-თან კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდება.

თუმცა, საინფორმაციო სივრცეში არ გამოჩენილან აშშ-თან ურთიერთობების თემებში პუტინის ახალი ემისრები მისი ახლო გარემოცვიდან, კერძოდ, მის სიძესთან დაახლოებული ადამიანები.

რჩება შთაბეჭდილება, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის „სატელეფონო დიპლომატიაც“ ისე ვეღარ მუშაობს, როგორც ადრე…

– როგორც უკვე ავღნიშნე, ტრამპსა და პუტინს შორის დიპლომატიის არც ერთმა არხმა დღეის მდგომარეობით ვერ იმუშავა. საქმე იმაშია რომ, რუსეთის ასეთი პოზიცია, გათვლილია დასავლეთისა და მათ შორის აშშ-ს დიდი ომის თავიდან არიდების სტრასტეგიაზე.

თუ დააკვირდით, დროთა განმავლობაში, რუსეთი სულ უფრო მასშტაბურად ესკალირებს ვითარებას, ზრდის უკრაინაზე დარეტყმების სიხშირესაც და ინტენსიურობასაც. ამით ბუნებრივია ის აჩვენებს დეტერმინაციას კვლავაც გააგრძელოს საომარი მოქმედებები.

ამავდროულად, რუსეთი თვალსაჩინოდ მიუთითებს დასავლეთს, რომ არანაირ დათმობაზე თეორიულადაც არ წავა. ასეთ პირობებში დიპლომატიის წარმოებას აზრი ეკარგება, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპაც ხაზგასმით ისაუბრა, პრემიერ მინისტრ სტარმერთან შეხვედრისას.

– როცა ტრამპის ამ განცხადებაზე მსჯელობენ, ყველაზე აქტიურად საუბრობენ იმაზე, მიაწვდის თუ რა ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს. თუ რუსეთისთვის ეკონომიკირი სანქციებით შემოიფარგლება.

თუ ინდოეთი უარს იტყვის რუსეთისაგან ნავთობის შესყიდვაზე, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის ბიუჯეტს.

ვხედავთ, რომ აშშ-ს ევროპელი პარტნიორებისა და ტრამპის გარემოცვის პოზიციებში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სერიოზული ცვლილებებია მომხდარი.

სახელმწიფო მდივანი რუბიო და ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტიის გარემოცვა არა მხოლოდ შესაბამის განცხადებებს აკეთებენ, არამედ გააცნობიერეს, რომ პუტინი ომს უკრაინაში მანამდე არ შეწყვეტს, სანამ ბრძოლის ველზე სერიოზულ დამარცხებას არ მიიღებს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციები სრულად შეცვალოს და დაიწყოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება?

თუ ტრამპი გააგრძელებს პუტინის იძულებას რუსეთ-უკრაინის ომი არა კრემლის სცენარით, არამედ ვაშინგტონისა და მისი სცენარით დასრულდეს?

 მოდით ჯერ იარაღის მიწოდებაზე ვიმსჯელოთ. მოგეხსენებათ, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ამოწურული ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოყოფილი იარაღის მიწოდების პროცესი.

პრეზიდენტ ტრამპს გააჩნია სხვანაირი მიდგიმა ამ საკითხზე. კერძოდ, ტრამპს არ სურს უფასოდ მიაწოდოს იარაღი უკრაინას. ამიტომ, როგორც ჩანს, ამუშავებულია სხვა სქემა, აშშ მიყიდიან იარაღს ევროპელ მოკავშირეებს, ისინი კი თავის მხრივ გადასცემენ იარაღს უკრაინას. გარდა ამისა, დაიდო რამოდენიმე ხელშეკრულება თვით ევროპელ მოკავშირეებს შორის თანამედროვე შეიარაღების ერთობლივ შექმნასა და წარმოებაზე. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია.

ამ მომენტის მნიშვნელობას აძლიერებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროცესებში უკრაინაც სახელდება როგორც პარტნიორი და ბენეფიციარი ქვეყანა, და მე რატომღაც მგონია რომ ახლო მომავალში, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ახალი და თანამედროვე იარაღის წარემოება თვით უკრაინაშიც კი.

როგორც ჩანს, უკრაინასთან ამ სფეროში თანამშრომლობა უკვე დაწყებული აქვს შეიარაღების მწარმოებელ დიდ კორპორაციებს. ამავდროულად ნიშანდობლივია უკრაინის საკუთარი სამხედრო წარმოების მიღწევებიც, რომელიც საზღვაო დრონების შექმნისა და გამოყენების, საჰაერო ანტი-დრონული სისტემებისა, თუ სხვადასხვა ტიპის თანამედროვე სარაკეტო ტექნოლოგიების ათვისებით ბოლო პერიოდში ნამდვილად თავი გამოიჩინეს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ უკრაინის სამხედრო წარმოებას არავითარი შეზღუდვა არ გააჩნია მსოფლიოში არსებული მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებისადმი წვდომაზე. ეს კი, უკრაინაში არსებული წარმოებისა და ინდუსტრიული პოტენციალის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მოკლე პერიოდის განმავლობაში სერიოზული ფაქტორი იქნება მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

რაც შეეხება საომარი ვითარების ამა თუ იმ სცენარით განვითარებაზე. ის, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ ეს არ არის ომის რუსული სცენარი. რატომ? მარტივად, რუსული სცენარის მიხედვით ს აღება და ხელისუფლების ცვლა უკრაინაში უნდა მომხდარიყო 2022 წლის 27-28 თებერვალს.

დღევანდელი ვითარება არის ერთის მხრივ რუსეთის უძლურება დემონსტრაცია მკაფიოდ გაარღვიოს ფრონტი და მყისიერად დაამარცხოს უკრაინის შეიარაღებული ძალები. მეორე მხრივ უკრაინის უუნარობით გაანთავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები, რადგან უპირისპირდება მასზე რიცხობრივად დიდ ჯარს და ამავდროულად განიცდის თანამედროვე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მკვეთრ დეფიციტს.

ამიტომ, ამ ვითარებაში რეალისტურად რომ შევხედოთ, რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ს გააჩნია არბიტრის როლი. თუ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა უკრაინას ამა თუ იმ გზით მიაწოდოს გარკვეული იარაღი და თუ ის რაოდენობრივადაც შესაბამისი იქნება, რუსეთის სამხედრო მანქანის დამარცხებაც რეალური იქნება.

– პუტინს რომ ვაშინგტონისა და ტრამპის სცენარით ომის დასრულება არ უნდა ამის მიზეზი ბევრია.

თუნდაც ის, რომ ომი ახლა რომ დასრულდეს, არც პუტინი და არც იმპერიული განწყობების რუსული საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ იქნებიან კმაყოფილი, რადგან მათი მიზანი უკრაინის სახელმწიფოს დაქვემდებარება იყო. ასევე იმის გარანტიების მიღება, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა.

უკრაინა-რუსეთის ომი ისეთ ფაზაშია, ასეთ გარანტიებს პუტინს ვერც ტრამპი მისცემს და ვერც ევროპა. რა შეიძლება მოხდეს რუსეთში თუ პუტინმა უკრაინაში ომი დაასრულა, ეს რა პროცესებს გამოიწვევს საკუთრივ რუსეთში?

– საქმეც იმაშია, პრეზიდენტ პუტინი დათანხმდება ომის დასრულებაზე მხოლოდ მისთვის მისაღებ პირობებზე, რაც უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს. ამას არც აშშ და არც ევროპელი მოკავშირეები არ დაუშვებენ.

ომის სხვა შედეგით დამთავრება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მარცხის პირობებში. ამიტომ, საუბარი თუ რა მოხდება რუსეთში ომის დასრულების შემდეგ ცოტა ნაადრევად მიმაჩნია.

მაგრამ, ვითარება ძალზედ დინამიურია და სწრაფად ცვალებადი. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვლენების განვითარების არც ერთი და არც მეორე სცენარი არარეალურად მეჩვენება.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მოვლენების განვითარების არც ერთი და არც მეორე სცენარი არარეალურად მეჩვენება, რაც ირიბად მიუთითებს საომარი მოქმედებების შესაძლო გრძელვადიანობაზე.

– რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია“.

იგულისხმება უკრაინასთან მიმართებაში პუტინისა და რუსეთის სახელმწიფოს პოზიციები. იმ ვითარებაში, როცა რუსეთს ეკონომიკური პრობლემები რეალურად აქვს, მეტიც, თუ ომი გააგრძელა, ეკონომიკური პრობლემები კიდევ მეტი ექნება.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთისთვის მიცემული ვადის შემცირებაზე განაცხადა – დღეიდან 10 დღე – ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებ“.

ახლა როცა ვიცით, რომ ტრამპის მიერ პუტინისთვის მიცემული ვადა 7 აგვისტოს სრულდება, ახლა ყველაზე აქტუალური თემაა რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს პრეზიდენტი პუტინი. ტრამპის მიერ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ სავარაუდოდ, რა ნაბიჯებს გადადგამს პუტინი და რას შესთავაზებს იგი ტრამპს?

– ამ კითხვაზე გულწრფელად გიპასუხებთ, არ ვიცი. მე საერთოდ მგონია რომ პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელი ტონი და ფრაზიოლოგია ზუსტად მიუთითებს იმაზე რომ მან ვერ დაინახა პუტინის ვერც ერთი შემხვედრი ნაბიჯი გადადგმული აშშ-ს ინიციატივების მიმართ. ამიტომაც მისი თქმით არაფერს უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ არაფერი ხდება.

თუ თვით პრეზიდენტ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს.

სამწუხაროდ ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და რეალურად რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

– როცა საერთაშორისო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავლით სამხრეთ კავკასიაში შეცვლილ ვითარებას, რაც მას შემდეგ დადგა, რაც ბაქოში იმყოფებოდა ტრამპის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, რომლის შემდეგაც რუსების გარეშე გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები.

ამ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა სომხეთის პრემიერ ფაშინიანის ვიზიტი ანკარაში და გამართული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან.

ახლა როცა სამხრეთ კავკასიაზე საუბარობენ, ყველა სამხრეთ კავკასიაში შეცვლილ ვითარებაზე საუბრობს. სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება სამხრეთ კავკასიაში შეცვლილი ვითარება?

– ჩვენს რეგიონში ვითარება ნამდვილად იცვლება. სხვადასხვა მიზეზების გამო, ორივე ჩვენ რეგიონალურ მეზობელს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც მკვეთრად გაუარესდათ ურთიერთობები რუსეთთან.

ამის ფონზე, როგორც ჩანს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესიდან მოსკოვი სრულად ამოვარდნილია. აღნიშნული გამოჩნდა ალიევსა და ფაშინიანის აბუ დაბიში გამართულ ორმხრივი შეხვედრის კვალობაზე.

გარდა ამისა, გამოჩნდა ინფორმაცია აშშ-ს კომერციული კომპანიის ზანგეზურის/სუნიკის დერეფნის ფუნქციონირებაში შესაძლო სამენეჯერო მომსახურების თაობაზე. კიდევ ერთი დამატებითი ასპექტია რეგიონალურ ჭრილში რუსეთის პოზიციების დასუსტებისა ხსენებულ ორ ქვეყანას შორის შუამავლობისა ან არბიტრის როლის, რომელიც წლების მანძილზე ეკავა.

თუ პოლიტიკურ ასპექტებს გამოვტოვებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანის საზოგადოებებში, როგორც ჩანს, სულ უფრო ღრმავდება უნდობლობა, და რიგ შემთხვევებში გაღიზიანება რუსეთის მიმართ.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ფართო საზოგადოების განწყობებს რუსეთისა და განსაკუთრებით მის მიერ განხორციელებული ოკუპაციის მიმართ, შეიძლება ითქვას რომ სამხრეთ კავკასიის საზოგადოებრივი აზრი, სხვადასხვა მიზეზებით და საბაბით, მაგრამ კონსოლიდირებულად ერთგვაროვანია რუსეთის მიმართ.

გარდა ამისა, თუ გადავხედავთ ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე საზოგადო-პოლიტიკურ პროცესებს გასული წლიდან მოყოლებული მოსკოვის ქმედებებით უკმაყოფილება იქაც კი გამოჩნდა.

ეს განცდა გაღვივდა სოჭზე განხორციელებული შეტევის შედეგადაც. მოგეხსენებათ, სოჭზე შეტევის დროს, დრონები შეფრინდნენ ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან რუსეთის ფედერაციაში. ამ ფაქტმა გამოაშკარავა საქართველოს ამ ოკუპირებული ტერიტორიის დაუცველობა, რამაც იქ დარჩენილ საზოგადოებაში ჯერ ჩუმი, მაგრამ საგრძნობი მმღელვარება გამოიწვია.

– რუსეთ-უკრაინის ომის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელების თემებს აქტიურად და ყურადღებით განიხილავენ სოხუმშიც.

თუ აფხაზეთის საინფორმაციო სივრცეში ამ საკითხების განხილვას მივადევნებთ თვალს, მკაფიოდ ჩანს, რომ აფხაზური პოლიტიკური კლასის საკმაოდ დიდი ნაწილი აღშფოთებას არ მალავს იმის გამო რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა დრონებმა სოჭის შემოგარენში იერიში მიიტანეს ნავთობაზაზე, რომლის ჩაქრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

სოხუმში, რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო სფეროში თანამშრომლობისადმი მიძღვნილი კონფერენციის მისალების გაცნობისას, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სოხუმში ისევე არიან შეშფოთებული პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის გაზრდით, როგორც მოსკოვში და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა ამ პროცესს და ემზადონ საქართველოს მხრიდან რევანშზე. არადა, ამის მსგავსი აქ რომ არაფერი ხდება, ფაქტია.

თქვენ როგორ შეაფასებდით მსოფლიოში მომხდარ ცვლილებეზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სოხუმის პოლიტიკურ წრეებში არსებულ განწყობებსა და რუსეთთან ერთად ამ ტენდენდიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გეგმებს?

– არაფერია ახალი, ემოციების გარდა. ახალი ემოციები განპირობებულია ახლად მომხდარი მოვლენებით. ყოველივე ასეთი შემთხვევა ერთი და იგივე რეაქციას იწვევს. ყოველივე აღნიშნული მეტყველებს სეპარატისტების დაუცველობის შეგრძნებებზე, და შიშზე, იმის მიმართ, რომ მათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დანაშაულობები აქვთ ჩადენილი.

გარდა ამისა, საერთაშორისო კონტექსტში, ყველას კარგად ესმის, თუ რამდენად ღრმად მიცურავს სეპარატისტული ხელუსუფლება რუსეთის ანტი დასავლურ ფორვატერში. ისიც გასაგებია, რომ სეპარატისტები იმედებს ამყარებენ, გლობალური სისტემის და მსოფლიოს მოწყობის ახალ არქიტექტურაზე, რომელიც ინიციირებულია რუსეთის მიერ. ამით სეპარატისტულ წარმონაქმნებს, რუსეთის მეშვეობით სურთ მოიპოვონ თავისი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ამიტომ, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა მათ არ მოსწონთ. ყოველივე ეს, ხელს უწყობს ანტიდასავლურ, მძიმე რიტორიკის დამკვიდრებას, რომელიც ერთის მხრივ მიზნად ისახავს ანტი-დასავლური შიდა განწყობების გაღემავებას, მეორე მხრივ კი რუსეთის გულის მოსაგებად შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს.

სეპარატისტების მიერ სამყაროს დანახვა რუსეთის პრიზმიდან არის სამწუხარო რეალობა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება წარმოადგენს მათ უპირველეს პრიორიტეტს. მაგრამ, როგორც ავღნიშნე, სოჭზე განხორციელებულმა იერიშმა, გამოაშკარავა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გეოგრაფია ფართოვდება.

არა მარტო რუსეთს გააჩნია საბრძოლო საშუალებები უკრაინის სიღრმეში იერიშების მისატანად, არა მედ უკრაინასაც გააჩნია რიგი სისტემები, რომელიც ადვილად ახდენს ოკუპირებულ აფხაზეთს ლეგიტიმურ სამიზნედ, იქ უკანონოდ განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების გამო. არ დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით აფხაზეთზე რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს.

ამიტომ, აფხაზეთი წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას. გარდა ამისა არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლება ახორციელებს მეომრების გაგზავნას რუსეთის ჯარების შემადგენლობაში უკრაინის წინააღმდეგ საომრად.

გარდა ამისა, მჭიდრო ურთიერთობები აქვს ე.წ. რუსეთის „ახალი ტერიტორიების“ ადმინისტრაციებთან, რომელიც რეალურად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს წარმოადგენენ.

შექმნილი ვითარება მიუთითებს სეპარატისტული წარმონაქმნის უუნარობაზე რაიმე სახით შეეწინააღმდეგოს ხსენებულ საფრთხეებს. ამავდროულად, როგორც ჩანს, რუსეთი არ არის მზად გამოყოს შესაბამისი რესურსი ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის თუ საზღვაო აკვატორიის დასაცავად. ამიტომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გაფართოების რეალური საფრთხე სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი წრეების წუხილს იწვევს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ