ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ეს ხაბეიშვილი თქვენი პარტიის წევრია და გინდა გარიცხეთ, გინდა ეჩხუბეთ, რა ჩემი საქმე, მაგრამ რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთეთ, არის ხალხის უპატივცემულობა.
1. ამ 4 ოქტომბერს ამბობს დიდი ხანია, ანუ, 4 ოქტომბერს აანონსებს დიდ აქციას რახანია. მეც მე@@ევება წინასწარ დაანონსება და ასევე მე@@ევებოდა თქვენ რომ აანონსებდით წინასწარ რაღაც თარიღებზე, მაგრამ ამდენი დღე რატომ ალაპარაკეთ? თუ არ ეთანხმებოდით, აცადეთ, რომ კარგად გაეშალა და მერე? და ანუ, ამით ვის დაუშავეთ? – ხალხს. ხალხს აჩვენეთ, რომ 5 კაცში ერთ აზრზე ვერ შეჯერდით, ჯერ ალაპარაკეთ პოლიტიკოსთა სახელით ხალხთან და ლამის 2 თვის მერე უი, ეგა ყოფილა ბიძინას საქმე.
ოე, ეგ კაცი, ხაბეიშვილი არის პარტიულ თანამდებობაზე, თქვენი პარტიის თანამდებობაზეა, ატარეთ პარტიის წევრებთან ერთად უბან–უბან, ქალაქ–ქალაქ, რეგიონ–რეგიონ მთელი ორი თვე და ანუ? ახლა რომ ამბობთ, ეგა ბიძინას საქმეაო, 2 თვეა ბიძინას საქმე აკეთებინეთ და ბიძინას საქმეზე სასაუბროდ ხვდებოდა პარტიიის მაღალჩინოსანი ხალხს და გაჩუმდით? აი, ამას ხალხს როგორ კადრებთ?
2. ხაბე კი არ გააქტიურდა, ასე ცდილობდა ეგ სულ რაღაცას, თქვენ დადუმდით, გაჩუმდით და საერთოდ სუსი არაა თქვენი ჰორიზონტზე და ამ ფონზე გამოჩნდა, რომ ის გააქტიურდა.
3. საიდან დაიწყო გახსოვთ ეგ 4 ოქტომბრის თემა? – ლელოს და გახარიას ანალიტიკოსები ამბობდნენ მაგას, რომ გაგვიყალბებენ არჩევნებს და იმ საღამოს დავიწყებთ რევოლუციასო:) კი, ეგაც მაგარი @@ეობაა, ოღონდ, რატომღაც გახარიას და ლელოს აღარ ახსენებთ. თუ დამღუპველია, და კი, დამღუპველია ცრუ მოლოდინებიც და ღალატიც – ხოდა, რატომ აღარ ახსენებთ?
4. პარტიული აქტივისტები რომ წერენ, სექტემბრიდან ძვრები დაიწყებაო – ისა და ეგ მოლოდინი გაზომილია? მე ეგაც ცრუ მოლოდინი მგონია და ძალიან არ მომწონს, ანუ, აგვისტოში დაისვენეთ, ხალხო, მაინც არაფერი ხდებაო?
5. თუ 4 ოქტომბრის არჩევნებზე დამატებით დისკომფორტს შეუქმნიდით ხელისუფლებას დიდი აქციით, არაფერი მაგაში ცუდი არ იქნებოდა. ხო, რავი, ახლა, ლელოსთან და გახარიასთან თუუუ ისე დალაგდით, რომ ეგენი თუ იყვირებენ, გაგვიყალბესო, მერე გახვალთ, თქვით და, სხვა მიზეზი, რატომ არ უნდა ქონდეს ხელისუფლებას არჩევნების დღეს დამატებითი წნეხი, არსებობს? აა. ამ წნეხში ლელო და გახარიაც მოყვება? – ხოოო…
6. ზურა ჯაფარიძე რომ მეტს აქტიურობს, გარეთ დარჩენილებზე მეტს, სოც ქსელში, ეგაც არაფერზე მეტყველებს?
7. რა საგარეო ხაზი, საგარეო ხაზი ამერიკაში ჩააგდეთ ნაწილობრივ – ოცნების ლობისტებმა იმუშავესო და ახლა გამოსწორებაზე იმედია მუშაობთ. ოცნების ლობისტებმა იმუშავესო-ნუთუ ? რაში მაინტერესებს მე, ოცნების ლობისტებმა როგორ იმუშავეს? მე მაინტერესებს, თქვენ რატომ ვერ იმუშავეთ უკეთესად? მით უფრო, როცა თქვენ გხვდებოდნენ, ოცნების ლიდერებისგან განსხვავებით? მით უფრო, როცა ხალხის ზურგი თქვენ გქონდათ საქართველოდან! ოცნების ლობისტებს, თუ მართლაც ეგრეა, უკეთ მუშაობის უფლება როგორ მიეცით? და ვისი პასუხისმგებლობაა ეგ?
8. შემთხვებით, სუუულ შემთხვევით, მეგობარი აქტის შენელებული სვლა არჩევნებში თქვენი ყოფილი მეგობრების მონაწილეობის ბრალი ხომ არაა? აი, იმათი, ცუდს რომ ვერ დაუძახებთ და საერთოდ რომ აღარ ახსენებთ, იმათი, ოცნების არჩევნებში რომ მონაწილეობენ და წინ რეზოლუცია რომ გიდევთ, სადაც წერია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობით,. ნაწილობრივი ლეგიტიმაცია მიიღოს შეიძლება ოცნებამ, ანუ, ხალხის მთელი ეს წვალება წყალში ჩაიყაროს შეიძლება და ხალხს რომ ეს ორი პარტია გირჩევნიათ და აღარ უქმნით დისკომფორტს, საარჩევნო კამპანიას რომ თავისუფლად ატარებინებთ, ნაცვლად წნეხისა და იძულებისა, რათა ხალხის მხარეს დამდგარიყვნენ – მაგას რა ქვია?
ხოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ემანდ, ძაან უზნეოდ ხომ არ იქცევი, ოპოზიცია? უზნეოდ, უ@რაკოდ და ხალხის ნების გაუთვალისწინებლად ხომ არ მოქმედებ? მოქმედებ რა, სად მოქმედებ, მეც ვთქვი რა, “მოქმედებას ახორციელებ” ქვია მაგას.