ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვულოცავ დაბადების დღეს!
ცხრა ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველოს, მთელ ქრისტიანულ სამყაროს გვყავს ეს ღვთის კაცი, რომელიც ქვეყანას, ადამიანებს სიყვარულით, სიბრძნით და სიკეთით ემსახურება.
უდიდესია მისი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების აღორძინებასა და განმტკიცებაში.
დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!” , – ნათქვამია ქუთაისის მერის მილოცვაში.