: მხოლოდ მოწყალების თხოვნაა საჭირო, რომ ყველაფერი დამთავრდეს. გარეთაც იქნები, სამსახურიც გექნება, საჭმელიც, პრადოც და ლოროპიანას ტუფლებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი გექნება, რისთვისაც …

ფილოსოფოსი :
მხოლოდ მოწყალების თხოვნაა საჭირო, რომ ყველაფერი დამთავრდეს. გარეთაც იქნები, სამსახურიც გექნება, საჭმელიც, პრადოც და ლოროპიანას ტუფლებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი გექნება, რისთვისაც რიგითი ლუარსაბი, ჯაყო და ახლა უკვე ახალი პერსონაჟი – ქოცი ცხოვრობს.
ერთი სიტყვა – ბოდიში.
რა არის ჩვენი პასუხი? – “ვაი თქვენს პატრონს!”
ნებისმიერი გმირი ფიზიკურად შეიძლება განადგურდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ქაქუცა აჯანყებაში დამარცხდა, მაგრამ ის დღეს გამარჯვებული საქართველოს სიმბოლოა. იმიტომ, რომ თავისუფლება იდეაა, რომელიც არასდროს კვდება. დიქტატორთან ერთად კი კვდება ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა.
ამიტომ არის ყველა, ვინც დღეს რეჟიმს უპირისპირდება უკვე გამარჯვებული და ყველა, ვინც ამ გულისამრევ რეჟიმის ხორცს წარმოადგენს გახრწნისათვის განწირული.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა