უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსი სამხედროების სამმართველო პუნქტი დაბომბა

უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსი სამხედროების სამმართველო პუნქტი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისი ავრცელებს.
“დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასპოტოლთან ახლოს რუსი სამხედროების დაჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ძელმძღვანელმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებსა და ყველას, ვინც ოპერაციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას.
“2 იანვარს ს ფედერაციის ტყუილის სამინისტრომ “ბუნკერში მყოფი მთავარსარდალ ს მოადგილისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 9 გენერლის” რუსული რაკეტებით დაბომბვის შესახებ ჩააბარა ანგარიში. გამარჯობა ოკუპანტებს ყირიმში! მტრის პროპაგანდისგან ასეთივე ეპიკურ ანგარიშს ველი სევასტოპოლიდან და ევპატორიიდან 4 იანვარს და მერამდენედ მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც ოპერაციას გეგმავდა, უნაკლოდ შესრულებული სამუშაოსთვის,” – ნათქვამია ოლეშჩუკის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა