თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სუს-მა თაღლითობის ბრალდებით დააკავა და იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ამას რაღაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდა – არ ვურჩევ!

ერთი რამ იცოდნენ – რომელი პოლიტიკური პარტიის წევრიც არ უნდა იყოს, რა ფიგურაც არ უნდა იყოს, ჩვენს პარტიაში იქნება თუ სხვა პარტიაში, თუკი კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისმგებლობას ვერ ასცდება! – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თაღლითობის ბრალდებით პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას დაკავების საკითხზე საუბრისას გააკეთა.
შარმანაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, რომ საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანონ.
„ეს პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით დააკავა. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ამას რაღაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდა – არ ვურჩევ! ამავე განცხადებაში სუს-ის მიერ მითითებული იყო, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და თუ რაღაცების მტკიცებას დაიწყებენ, მის ნამოქმედარს, ალბათ, საჯაროს გახდიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან