გამოცხადდა საგრანტო კონკურსი უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდასაჭერად

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდასაჭერად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.
საგრანტო პროექტის მიზანია:
· ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა;
· საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა: საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული ღონისძიებები, პროფესიული მასტერკლასები და ტრენინგები – ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების მიზნით.
გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected]

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან