თინა ბოკუჩავა – რევოლუციის თარიღი წინსწრებად არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს – საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია

რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება – ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა უპასუხისმგებლობაა, რაც „დასავლეთში უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება”.
„რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში აუცილებელია მუდმივი წინააღმდეგობა, მუდმივი შრომა და მოლოდინების მართვა, სადაც ასევე არის მოულოდნელობის ეფექტი. უფრო კონკრეტულად ეს მოქმედებები არის: 1. რეჟიმთან არ თანამშრომლობა; 2. რეჟიმის სრული პოლიტიკური და სოციალური იზოლაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ; 3. საერთო, სახალხო წინააღმდეგობა უწყვეტი, მტკიცე და მასშტაბური პროტესტის გზით; 4. მძიმე, ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილზე და მისი რეჟიმის წევრებზე; 5. ამ ამოცანების გარშემო დემოკრატიულ-პოლიტიკური ძალების რეალური კონსოლიდაცია და ერთიანობა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არამხოლოდ წამყვანი პოლიტიკური ძალა, არამედ სანდო პარტნიორია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც რვა წელია, თბილისის თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, იცის, რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს

კახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს – მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს