რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 119 კმ-ის დაშორებითა და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.
კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართა. ასევე, მიწისძვრის შედეგად საბავშვო ბაღის შენობის კედელი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ცუნამის ტალღამ სახალინის ოლქში პორტი და თევზსაჭერი საწარმო დატბორა.
კამჩატკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიის ზოგიერთ რეგიონსა და ჰავაიზე ევაკუაციის ბრძანება გაიცა.
იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა.
ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“წყნარ ოკეანეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ჰავაის მაცხოვრებლებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაშია”, – დაწერა -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცნობით, ეს 1952 წლის შემდეგ რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს