შალვა პაპუაშვილი – ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები

თავისთავად, ეს პროცედურები, რომლებიც მიმდინარეობს, გამომდინარეობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. ვხედავთ ჩვენ, რომ პროკურატურა სიღრმისეულად იკვლევს ამ საკითხს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე განხორციელდა შტურმი.
„ორი რამე უნდა ითქვას. პირველი, რაც შეეხება 20 ივნისს, უტყუარია, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. მათ შორის, იმავე სტრასბურგის სასამართლომ ესეც დაადგინა. აქ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს აფარებდნენ ნიკა მელიას და ამ შტურმის სხვა მონაწილეებს. სტრასბურგის სასამართლომ ააფარა პირდაპირ თავისი გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ეძახდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. დღევანდელი გადმოსახედიდანაც რომ შევხედოთ, ერთი, ეს იყო შტურმი და ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა ამ ძალადობრივი შტურმის წინააღმდეგ მოქმედებებისა, სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა. ასე რომ, ვნახოთ. გამოიძიებს ყველაფერს პროკურატურა და შედეგსაც ვნახავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…