გიორგი სიორიძე – ს გვარმა ააღელვა ბატონი ვოლსკი – სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, აწმყოს და მომავალს მიხედოს – რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურას, გადაწყვეტილებას თბილისი მიიღებს, ჩვენ კი აღვასრულებთ

როგორც ჩანს, ს გვარმა ძალიან ააღელვა ბატონი ვოლსკი – მან, სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, სამარცხვინო პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს მიხედოს, რომელიც ძალიან გაურკვეველია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის თქმით, კოალიციაში მერობის რამდენიმე „ძლიერი კანდიდატი იტესტება“ და ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისი, რასაც კოალიცია აღასრულებს.
„ცეკას“ ყოფილი ინსტრუქტორი, როგორც ჩანს, დაუბრუნდა თავის კომუნისტურ ფესვებს და შეხვედრებს მართავს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში. ალეკო ელისაშვილის გვარმა, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბატონი ვოლსკი. მან სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, სამარცხვინო პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს მიხედოს, რომელიც ძალიან გაურკვეველია. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურებს, „ლელო-ძლიერი საქართველო“ ატარებს გამოკითხვას, სოციოლოგიურ კვლევებს, ტესტავს რამდენიმე ძლიერ კანდიდატს. გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიიღებს თბილისი, თბილისელები და ჩვენ მას აღვასრულებთ“,- განაცხადა სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკია იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ – 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ვისაც აქვს სურვილი, ხმა დააფიქსიროს, მოემზადოს და ჩამოვიდეს

ზურაბ ჯაფარიძე – 28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო – საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად, უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე და არ ვიქეცით პირუტყვებად