ნიდერლანდებმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ნიდერლანდებმა ს ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდების მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები, იტამარ ბენ-გვირი და ბეზალელ სმოტრიჩი ღაზაში „ეთნიკური წმენდის“ მოწოდების გამო ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ.
ასევე, ღაზის სექტორში არსებული „გაუსაძლისი“ ვითარების გამო ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს.
ცნობისთვის, გასულ თვეში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრების წინააღმდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ დააწესეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც