საქართველოს მოქალაქე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს

საქართველოს მოქალაქე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, ვლადიმერ შუალია დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sputnik Абхазия ავრცელებს.
რუსეთის შსს-ს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ისინი 47 წლის შულაიას 2002 წელს რუსეთის მოქალაქის მკვლელობას ედავებიან.
გამოცემა ამტკიცებს, რომ შულაია საქართველოსა და რუსეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო. ის აფხაზეთში არალეგალურად იმყოფებოდა და მდინარე ენგურზე საზღვარი გადაკვეთა პასპორტისა და ენგურჰესის თანამშრომლის პირადობის მოწმობის გამოყენებით, რომელიც, თითქოს, მას “კავშირების მეშვეობით” ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს