NBA-ს სამგზის „უძვირფასესი მოთამაშე“ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – სერბეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სვეტისლავ პეშიჩმა 2025 წლის ევრობასკეტისთვის გუნდის გაფართოებული, 17-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ კონტინენტის პირველობაზე NBA-ს სამგზის „უძვირფასესი მოთამაშე“ ნიკოლა იოკიჩიც გაემგზავრება.
იოკიჩი სერბეთის ნაკრების ერთადერთი წევრი არ არის, რომელიც NBA-ში თამაშობს – ტურნირზე მონაწილეობას ასევე მიიღებენ: ნიკოლა ტოპიჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოვიჩი და ტრისტან ვუკჩევიჩი. შემადგენლობაში ასევე არის ევროლიგის გამორჩეული კალათბურთელი ვასილეი მიჩიჩი.
სერბეთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე A ჯგუფში ესტონეთთან, ლატვიასთან, თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა. ჯგუფის შეხვედრებს რიგა უმასპინძლებს.
სერბეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის:
ბოდგან ბოგდანოვიჩი („კლიპერსი“, ), სტეფან იოვიჩი (თავისუფალი აგენტი), ვასილეი მიჩიჩი („აპოელ თელ ავივი“, ), ვანია მარინკოვიჩი („პარტიზანი“, სერბეთი), ალექსა ავრამოვიჩი („დუბაი“, არაბთა გაერთიანებული საამიროები), მარკო გუდურიჩი („მილანო“, იტალია), ურუს ტრიფუნოვიჩი („ტოფასი“, თურქეთი), ნიკოლა ტოპიჩი („ოკლაჰომა სიტი“, აშშ), ონიენ დობრიჩი („ცვრენა ზვეზდა“, სერბეთი), დეიან დავიდოვაცი („ცვრენა ზვეზდა“, სერბეთი), ნიკოლა იოვიჩი („მაიამი ჰიტი“, აშშ), ალენ სმაილაგიჩი („ვირტუსი“, იტალია), ტრისტან ვუკჩევიჩი („ვაშინგტონ უიზარდსი“, აშშ), ფილიპ პეტრუშევი („დუბაი“, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ნიკოლა იოკიჩი („დენვერ ნაგეტსი, აშშ), ნიკოლა მილუტინოვი („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), ბალსა კოპრივიცა („ბაშეშეჰირი“, თურქეთი).
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.