Reuters – საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვაში ექსტრადიციას დათანხმდა

საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვაში ექსტრადიციას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პლახოტნიუკის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემი კლიენტი მოლდოვაში ექსტრადიციას ოფიციალურად დათანხმდა. ის მზადაა საერთაშორისო სასამართლო ორგანოებთან ითანამშრომლოს“, – განაცხადა პლახოტნიუკის ადვოკატმა, ლუსიან როგაჩმა.
შეგახსენებთ, 59 წლის ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა, გასულ კვირას ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დუბაიში მიემგზავრებოდა.
მოლდოველ ოლიგარქს ბრალად ე.წ. „საუკუნის ძარცვა“ ედება, კერძოდ, 2013 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობა, რაც იმ დროისთვის მოლდოვის მშპ-ს 12% იყო.
პლახოტნიუკი დანაშაულს არ აღიარებს.
საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, პლახოტნიუკის ექსტრადიცია რუსეთმაც მოითხოვა.
სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, პლახოტნიუკს, რომელსაც მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მოსკოვი 2014 წელს მოლდოვაში მისი პოლიტიკური მეტოქის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის ეძებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!