ღაზაში არსებული ვითარება აბსოლუტურად გაუსაძლისია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა შოტლანდიაში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
„ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დიდი რაოდენობით უნდა შევიდეს. ეს ჰუმანიტარული კრიზისია. აბსოლუტური კატასტროფაა. ვფიქრობ, ხალხი აღშფოთებულია იმის გამო, რასაც ეკრანებზე ხედავს. ამიტომ, ცეცხლის შეწყვეტას უნდა მივაღწიოთ“, – განაცხად კირ სტარმერმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ღაზაში „საკვების ცენტრებს“ შექმნის.
„კარგ და ძლიერ საკვებს შევიტანთ. ბევრი ადამიანის გადარჩენა შეგვიძლია. ბავშვებს ვგულისხმობ, ეს ნამდვილი შიმშილია. ამიტომ, უფრო მეტად ჩავერთვებით. საკვების ცენტრებს შევქმნით და სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევა „რთულია, რადგან ისინი მძევლებს ფარად იყენებენ“.
„ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მძევლები რომ არ ჰყოლოდათ, ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ვიცით სადაც ჰყავთ ისინი. თუ ისინი მძევლებს დათმობენ, მაშინ მათ ფარი აღარ ექნებათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
