თერჯოლის მერიის ორგანიზებულ Boney-M-ის კონცერტში რუსული ბენდი СЛЕНГ მონაწილეობდა

26 ივლისს თერჯოლაში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და „ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით“ გაიმართა Boney-M-ის კონცერტი, რომელზეც რუსულმა ბენდმა СЛЕНГ დაუკრა და „ჩიტო-გვრიტო“ შეასრულა. ჯგუფის ფეისბუქ-გვერდის მიხედვით, СЛЕНГ მუსიკალურად აფორმებდა სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, НТВ-ს პოლიტიკურ-გასართობ გადაცემას „ცენტრალური ტელეხედვა“.
„პუბლიკამ“ ამ საკითხზე თერჯოლის კულტურის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, მაკა ასათიანს მიმართა, თუმცა მან პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
❓ როგორ მოხვდა Boney-M-ის კონცერტზე რუსული ბენდი? რა რაოდენობის ჰონორარი გადაუხადეს? რომელი „ბიზნესის წარმომადგენლის“ მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება? – ამ შეკითხვებით „პუბლიკამ“ თერჯოლის მერიის პრესსამსახურს მიმართა, რაზეც გვიპასუხეს:
„მაგ კითხვებზე არ მაქვს პასუხები, კარგად ბრძნადებოდეთ!“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე