“კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ” – როგორ მიულოცა პრეზიდენტმა პატრიარქს დაბადების დღე

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!

ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისთვის.

თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“, – წერე სალომე ზურაბიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ამიტომ სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცდომას ჩაიდენენ