ლაშხი, კუპრაშვილი, წილოსანი – ლიეტუვას სანქციებში მოსამართლეები, პროკურორები, პოლიტიკოსები არიან

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დასანქცირებულია – რაჟდენ კუპრაშვილს შეზღუდვები ლიეტვუამ დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ წევრები.
ქართული ოცნების ლიდერებისთვის და მოქმედი მოსამართლეებისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ, წინა კვირას გახდა ცნობილი, თუმცა მათი გვარები ლიეტვას მიგრაციის სამსახურის პორტალზე ახლახან აიტვირთა.
· ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე
· ჯვება ნაჭყებია – მოსამართლე
· ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე
· მარი მეშველიანი – პროკურორი
· ნათია თათიაშვილი – პროკურორი
· სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
· მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
· ნინო წილოსანი– „ქართული ოცნების“ დეპუტატი
· რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
· ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე
ცნობილია, რომ ლიეტუვას არასასურველ პირთა სიაში საქართველოს 102 მოქალაქე ჰყავდა შეყვანილი. ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ 2024 წლის დეკემბერში სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ბიძინა ივანიშვილს შემდეგ, სა და „ქართული ოცნების“ კიდევ 16 წარმომადგენელს. სანქციების სიაში მოხვდნ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც.
2025 წლის მარტში კი ლიეტუვამ დაასანქცირა საქართველოს 74 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს იყვნენ მოსამართლეები და პროკურორები.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში