პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში მონაწილე უცხოელ დაქირავებულებს რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებს

პუტინი ს მოქალაქეობას მიანიჭებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან, ოჯახის წევრებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ.
მოქალაქეობის მიღებისთვის კი რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტთან, ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლით უნდა გაფორმდეს.
პუტინმა ასევე უფლება მისცა უკრაინის, ერაყის, სირიის, ავღანეთისა და იემენის მოქალაქეებს, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით.
ახალი წესები არ მოითხოვს რუსული ენის ცოდნას, ისტორიის შესწავლას, კანონმდებლობას და არ მოითხოვს რუსეთში 5 წლიან ცხოვრებას.