აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება. როგორც Reuters წერს, ლიდერები შოტლანდიაში, ტრამპის გოლფის კურორტზე შეხვდებიან ერთმანეთს.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპი და სტარმერი არაერთ თემას განიხილავენ, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესებას.
დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიაში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. მოლაპარაკებების შემდეგ, ორი მხარე შეთანხმდა, რომ აშშ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.
