WSJ – ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენის შესახებ მოლაპარაკებებში წინ მიიწევს

რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს მოსკოვის უნარს, კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში უკრაინის ინფრასტრუქტურას დაარტყას.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მოსკოვის გეგმებმა ბაიდენის ადმინისტრაციაში ღრმა შეშფოთება გამოიწვია.
შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესაძენად აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენი შეფასებით, ირანისგან სარაკეტო სისტემების შეძენას აპირებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.
ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ირანული რაკეტების მიწოდება, შესაძლოა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდეს, თუ შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწევენ. მათი განცხადებით, რუსეთმა უკვე დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გამშვებებისა და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტის მიღება ჩრდილოეთ კორეიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)