მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

დავით უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო -პირდაპირ „ვგიჟდები“ ასეთ ხალხზე, ყველა დროს რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა, – ამის შესახებ საპატიმროში მყოფი მესამე პრეზიდენტის ს წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.
სააკაშვილის თქმით, ის დიდი გაერთიანების მომხრეა, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ „გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით“.
„დავით უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო. კი, “მოიშორეთ” ხელისუფლება რომელმაც ნანგრევებიდან შექმნა ქართული სახელმწიფო, დაამარცხა კორუფცია, კრიმინალი, დაუბრუნა აჭარა, ტურიზმი გაზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე, ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა 2008 წელს, საქართველო აქცია მსოფლიოს N1 რეფორმატორად და მთელს პლანეტას გააცნო მსოფლიოს დემოკრატიის შუქურად, შექმნა განათლების და ჯანდაცვის სრულიად ახალი სტრუქტურები, შექმნა ახალი ჯარი და პოლიციაა, ააშენა – აი ასეთი ხელისუფლება “მოიშორეთ” და მოიყვანეთ კლასიკური მაფიოზი, რომელმაც ჩამოგვაშორა ევროპულ გზას, დაასრულა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობები, რომელსაც ჩემს დროს მოეწერა ხელი, გააქცია ნახევარი საქართველო და გააღატაკა ქართველები.
დაიჭირა ამდენი პოლიტიკური ლიდერი (ჩემს დროს არცერთი არ იყო დაპატიმრებული), დაანგრია ქართული ჯარი და გააბანდიტა პოლიცია და ღიად გვაბარებს რუსეთს და ახლა უსუფაშვილი ამაყობს იმით, რომ მონაწილეობა მიიღო ამათ მოყვანაში.
პირდაპირ “ვგიჟდები” ასეთ ხალხზე, ყველა დროს, რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა. თან უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის სახით.
ის არგუმენტი, რომ მის დროს არაფერი ცუდი არ ხდებოდა ბოლომდე სიცრუეა, უსუფაშვილის დროს გაუშვეს რუსი ჯაშუშები, ჩახალიანის ჩათვლით, როგორც პოლიტპატიმრები. დახურეს ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. რუსებს გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე ჩვენი მებრძოლების სიები, შემოუშვეს “სპუტნიკი” და დახურეს რუსეთზე მაუწყებელი “პირველი კავკასიური არხი”, რუსებს ასევე გადასცეს ჩვენი სადაზვერვო დეპარტამენტის კონტაქტების სია რუსეთში, რამაც გამოიწვია მათი დაპატიმრება და განადგურება.
პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი წყნარად უყურებდა მასობრივი რეპრესიების დაწყებას და ბოლომდე დარჩებოდა თანამდებობაზე, ივანიშვილს რომ არ მოესროლა.
მე მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება არ იცოდეს, რომ დღე ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს ჩემს საქმიანობას და უკიდურესად უარყოფითად დღევანდელ მაფიოზურ კლანს.
გაერთიანების მომხრე მართლაც არის ბევრი ყოფილი „ქოცი“, მაგალითად მურმან დუმბაძე, რომელმაც ღირსება შეინარჩუნა და აღიარა თავისი შეცდომები. მე მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ იმ ყოფილი ქოცების, რომელიც აღიარებს თავის შეცდომებს და სათანადო პასუხი გავცეთ იმათ ვინც ამტკიცებს რომ 2012-შიც მართალი იყო და ახლაც, შევახსენოთ მათ ყველაფერი თუ მაინც არ შეისმენენ თქვენს ხმას, მოვახდინოთ მათი სრული პოლიტიკური მარგინალიზაცია.
მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!“- წერს მიხეილ სააკაშვილი