“პრობლემებია, მაგრამ არ ინგრევა” – “გელათის კატასტროფის პირველ ეტაპს მახსენებს” – რა პრობლემები და რა დრო დასჭირდება ნიკორწმინდას დასანგრევად და სააგენტოს სამუშაოდ?

“პრობლემებია, მაგრამ არ ინგრევა” – “გელათის კატასტროფის პირველ ეტაპს მახსენებს” – რა პრობლემები და რა დრო დასჭირდება ნიკორწმინდას დასანგრევად და სააგენტოს სამუშაოდ?
საქმე ისაა, რომ “ევროპა ჩვენი სახლიას” ინფორმაციით, ნიკორწმინდის ტაძარში პრობლემებია და დეტალურად საუბრობენ პრობლემებზე, სააგენტო კი მათ პასუხობს, რომ კი, პრობლემები არია, მაგრამ ნიკორწმინდა ამ ეტაპისთვის არ ინგრევა. სააგენტო არ აკონკრეტებს, რა პრობლემები უნდა დაინახონ, რომ მუშაობა დაიწყონ მათ აღმოფხვრაზე, ან კონკრეტულად რა დრო სჭირდება არსებულ პრობლემებს, ნიკორწმინდის ნგრევამდე მისაყვანად და თუ ამდენი ხანი დაველოდებით, მერე შესაძლებელი გახდება, თუ არა რესტავრაცია.
ევროპა ჩვენი სახლია:
მდგომარეობის გამოსწორება გელათისგან განსხვავევით გადაუწყვეტელ ამოცანას არ წარმოადგენს და შესაძლებელია დროულად ჩარევის საფუძველზე მოხდეს. თუმცა, სააგენტოს ტაქტიკა უცვლელია. ფიქრობენ, სახელისუფლებო პროპაგანდისტული ხაზით შემოტევა და პრობლემათა სრული სპექტრის უარყოფა, სირთულეებს გამოასწორებს. ასე იყო გელათის შემთხვევაშიც. ამჯერად, თვითვიქტიმიზაცია მოახდინეს და უარყვეს ის, რაც არ გვიხსნებია. ფრესკები არ ცვივა და ინტერიერში ინფილტრაცია არ ხდებაო. არადა, ჩვენ მიერ გავრცელებული ყველა მასალა ექსტერიერს-სახურავს, ცოკოლს და ფასადის ქვას შეეხებოდა.
️შესაბამისად, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ, ცხადია, არაფერზე გვიპასუხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა – დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას