მარკო რუბიო – ემანუელ მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, – აცხადებს რუბიო.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”