ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენი, ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ, ამ დანაშაულისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.
„ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს: ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გადაიხდით მძიმე ფასს ამ დანაშაულისთვის და თქვენს მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა ირანლის პრეზიდენტმა.
მისი მტკიცებით, ს სასჯელი “სამწუხარო და მკაცრი” იქნება.
შეგახსენებთ, გუშინ, ირანის ელიტური “ყუდსის ძალების” ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკველობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ -ს არ აქვს არანაირი დამოუკიდებელი ინფორმაცია აფეთქებების შესახებ და რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ მასში ისრაელი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი