რაჟდენ კუპრაშვილი – მონიტორინგი გაიარა ყველამ: გომელაურმაც, ღარიბაშვილმაც, ლილუაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი – მონიტორინგში არ მოხვედრილა , რაც შეეხება რიჟვაძეს, ასე ზეპირად არ მახსოვს

მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი – მონიტორინგში არ მოხვედრილა , – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ის ამბობს, რომ არ ახსოვს, თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია მოხვდა თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში.
რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში ანტიკორუფციულმა ბიურომ დარღვევები გამოავლინა.
„მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს. არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის. მათ დეკლარაცია სრულიად მოდის თანხვედრაში…
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონის შესაბამისად იყო წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, როცა საპარლამენტო დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს – არ მოხვედრილა მონიტორინგში.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს – თუ მოხვდებოდა ბატონი თორნიკეს დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში, შესწავლილი იქნება. ასე ზეპირად არ მახსოვს ყველას დეკლარაცია“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
ამასთან, მან „ქართულ ოცნებაში” კორუფციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ არ იცის, ვინ იგულისხმა მ.
„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ის, რაზეც მას აქვს კომპეტენტური უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაცია. მე მეტის თქმის საშუალება არ მაქვს. ჩვენი ანგარიშები ყველასათვის ხელმისაწვდომია, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება და ჩვენი მიგნებები, გამოვლენები, მათ შორის, პოლიტიკური კორუფცია, ხვდება იქ,” – განაცხადა კუპრაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში