გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი – ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავენ

ფრიდრიხ მერცი და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ სთან საუბარს გეგმავენ, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა განცხადება გუშინ, ბერლინში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„პრეზიდენტი მაკრონი და გერმანიის კანცლერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტთან კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ინტენსიურ მოლაპარაკებებს გამართავენ“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. მიღებული კანონის წინააღმდეგ ში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება.
უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს რადაში საკუთარ კანონპროექტს წარადგენს.