საფრანგეთის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ცილისწამებისთვის უჩივლეს ამერიკელ ბლოგერს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პირველმა ლედიმ ბრიჟიტ მაკრონმა სასამართლოში უჩივლეს ულტრაკონსერვატორ ამერიკელ ბლოგერს, შეთქმულების თეორიების მიმდევარ ქენდის ოუენსს. მას ცილისწამებასა და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
ამერიკული და ევროპული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მაკრონების ადვოკატმა სარჩელი 23 ივლისს შეიტანა ამერიკის დელავერის შტატის სასამართლოში.
ქენდის ოუენსმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით ხელმომწერი ჰყავს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი მამაკაცად დაიბადა და შემდეგ სქესი შეიცვალა. ოუენსი იმასაც აცხადებდა, რომ ემანუელ მაკრონი და მისი ცოლი სისხლით ნათესავები არიან და, რომ საფრანგეთის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის არჩევა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტი იყო.
სარჩელის თანახმად, ოუენსი მუდმივი ცილისმწამებლური თავდასხმებით ცდილობს თავისი მედია-პლატფორმების პოპულარობისა და აუდიტორიის გაზრდას და ამ გზით ფულის შოვნას.
მაკრონების ადვოკატმა ტომ კლერმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ოუენსი არ დასთანხმდა ცილისწამების საჯაროდ უარყოფის მოთხოვნას.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”