თურქეთში “მოსადთან” სავარაუდო კავშირისთვის 30-ზე მეტი პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ 34 ადამიანი დააკავა, რომლებიც ს სადაზვერვო სამსახურ „მოსადთან“ კავშირში და თურქეთში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებაში არაინ ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ 3 იანვარს თურქეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა და დასძინა, რომ „მოსადი“ თურქეთში ასევე აწარმოებდა აგენტების რეკრუტირებას.
დეკემბერში თურქეთმა გააფრთხილა, რომ თუ „მოსადი“ „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ პალესტინელების ტერიტორიის გარეთ, მათ შორის თურქეთში, ოპერაციებს განახორციელებდა, ამას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვებოდა. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ასეთი მოქმედება შეცდომა იქნებოდა.
თურქეთი, თავისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული სახელმწიფოსგან განსხვავებით, „ჰამასს“ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებების თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით