ს თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის საზღვაო ძალებმა წყნარ და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეებში წვრთნები დაიწყო

რუსეთის საზღვაო ძალებმა წყნარ და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეებში წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერატიული წვრთნები „ივლისის ქარიშხალი“ წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეების, ბალტიისა და კასპიის ზღვების წყლებში 23-დან 27 ივლისამდე გაგრძელდება.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ წვრთნების მიზანს არასტანდარტული ოპერაციებისთვის საზღვაო ძალების მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს.
„წვრთნებში 150-ზე მეტი სამხედრო ხომალდი, 120 საფრენი აპარატი, 10 სანაპირო სარაკეტო სისტემა, 950 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თათა ცოფურაშვილი: ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრებს, იმ ახალგაზრდებიდანაც ბიჭებს ჯარში წაიყვანენ, რადგან პროფესიული სასწვალებელი ჯარიდან არ ათავისუფლებს. ასეთი მოდელია რუსეთში დღეს

“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა…”