სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა ირანში გენერალ ყასემ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მომხდარი აფეთქებების დროს

სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების დროს, რომელიც მოხდა ირანის ელიტური “ყუდსის ძალების” ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე. საინფორმაციო სააგენტო “მიზანი” 3 იანვარს იუწყებოდა, რომ აფეთქებები იყო ქალაქ კერმანში, სოლეიმანის საფლავთან.

გავლენიანი ირანელი გენერალი 4 წლის წინ, 2020 წლის იანვარში, ამერიკული ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ბაღდადის მახლობლად.
“ამ დრომდე 53 ადამიანი დაიღუპა და მოწამე გახდა”, – იტყობინება IRGC-ის (“რევოლუციური გვარდიის კორპუსი”) ტელეგრამის არხი და დასძენს, რომ აფეთქებების შედეგად დაშავებული 71 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საინფორმაციო სააგენტო “ფარსმა” პირველად ინფორმაცია კერმანის მოწამეთა ხეივნისკენ მიმავალ გზაზე მომხდარ აფეთქებაზე გაავრცელა, ხოლო საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის თანახმად, აფეთქება მეორედაც მოხდა.
-ის უპილოტო ავიაციამ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად გამოასალმა სიცოცხლეს “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ელიტური “ყუდსის ძალების” სარდალი გენერალი ყასემ სოლეიმანი და ერაყის შიიტური სახალხო ლაშქრის ჰაშდ ალ-შააბის სარდლის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესი.
სოლეიმანი პრეზიდენტ ს ბრძანებით ბაღდადში 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. ვაშინგტონი ირანის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მეთაურს რეგიონში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმების ორგანიზებაში სდებდა ბრალს.
მისი დაკრძალვის დროს, რომელშიც ათასობით ირანელი მონაწილეობდა, ჭყლეტაში სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
სოლეიმანის მკვლელობამ გააძლიერა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი კონფლიქტის შიში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება