კალაძე: ეგონათ, რომ ხალხს გამოიყვანდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ. არ გამოუვიდათ, ჩაუვარდათ

“პირველი იყო ევროინტეგრაციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი. გვახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ ქვეყანას – მთელ რიგ ქვეყნებს, რომელთან შედარებით საქართველო ყველა კრიტერიუმით წინ არის, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, სახელმწიფო ინსტიტუციების მდგრადობით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, საქართველოს არ მისცეს სტატუსი და იმ ქვეყნებს მისცეს. ეს იყო ერთგვარი იარაღი იმისთვის, რომ გამოეყენებინათ საქართვეოლოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართველ ხალხს უთხრეს და მთელი პროპაგანდა ჰქონდათ ამის, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ეგონათ, რომ ხალხს გამოიყვანდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ. არ გამოუვიდათ, ჩაუვარდათ”. – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში