ბექა : ფაქტია – 2000 კოლუმბიელი ჯარისკაცი იცავს უკრაინის დამოუკიდებლობას!

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა :
1920 წლის დეკემბერში გაიხსნა ერთა ლიგის პირველი ყრილობა. ბევრ სხვა საკითხს შორის, ერთა ლიგა განიხილავდა ახალი წევრების მიღების საკითხს, რომელთაც კოლექტიური თავდაცვის ქოლგის ქვეშ მოაქცევდა.
იმ პირობებში, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ოკუპირებულნი იყვნენ, ერთა ლიგაში გაწევრება იყო საქართველოს გადარჩენის ბოლო შანსი.
პლენარულ სესიაზე გაიმართა ცხარე დებატი… დიდი სახელმწიფოები სამართლიანად ამბობდნენ, რომ საქართველოს თუ მივიღებთ უეჭველად რუსეთთან მოგვიწევს ომიო. საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერდნენ ლათინური ამერიკის წარმომადგენლები. განსაკუთრებულად მხურვალე გამოსვლა ჰქონდა კოლუმბიელ ანტონიო ხოსე რესტრეპოს. მას შეახსენეს, რომ კოლუმბიიდან ლაპარაკი ადვილი იყო, როდესაც რუსეთთან ომი ევროპელებს მოუწევდათ. ამაზე რესტრეპომ უპასუხა: “კოლუმბია პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავაგზავნოთ ჯარები ს, ლატვიის, ლიტვისა და საქართველოს დასაცავად!”
პირველად რომ წავიკითხე, ცოტა არასერიოზულად მივიჩნიე, მაგრამ აგერ ფაქტია – 2000 კოლუმბიელი ჯარისკაცი იცავს უკრაინის დამოუკიდებლობას!
კოლუმბიელთა ანტიკოლონიალისტური იდეალიზმი ჯერ შესწავლილი თუ არ არის, აუცილებლად შესასწავლი საკითხია.
გაუმარჯოს კოლუმბიას!

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი