ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის ცენტრალურ ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, ორი აფეთქება მოხდა, რასაც სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა.
„აფეთქებები ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია“, – განუცხადა სახელმწიფო მედიას ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა.
„ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები დაშავებულების ევაკუაციას ახორციელებენ, მაგრამ ხალხის ჯგუფი გზებს ბლოკავს“, – განაცხადა ქერმანის პროვინციის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელმა, რეზა ფალაჰმა.
შეგახსენებთ, გენერალი ყასემ სულეიმანი 2020 წლის იანვარში -ის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება