ირანში, სოლეიმანის საფლავთან აფეთქებებს სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას, ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია ავრცელებს.
სოლეიმანის საფლავთან, მისი გარდაცვალების 4 წლისთავისთვის მიძღვნილ ცერემონიაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ცნობილია, რომ ერთმანეთის მიყოლებით ორი აფეთქება მოხდა. ირანული მედია ორ ვერსიას განიხილავს – გაზის ბალონების აფეთქება, ან ტერორისტული თავდასხმა.
ადგილზე მუშაობენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 50 ადამიანი.
ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს, -ს მიზნობრივ საჰაერო იერიშის ემსხვერპლა ერაყში.
გირჩევთ, წაიკითხოთ მასალები “ნეტგაზეთის” არქივიდან:
· ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]
· ქვეყნების და ორგანიზაციების რეაქცია ირანელი გენერალის მკვლელობაზე

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე