ლიეტუვურმა კამპანიამ უკრაინისთვის 2 600-ზე მეტი დრონი შეიძინა

ლიეტუვურმა კამპანია Radarom-მა რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინისთვის დახმარების გასაწევად ლიეტუველი ხალხი და კომპანიები გააერთიანა, უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის 2 600-ზე მეტი დრონი შეიძინა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ კამპანიის მეშვეობით შეგროვებული დახმარების საერთო ოდენობამ უკვე 4.4 მილიონ ევროს გადააჭარბა და უკრაინელ სამხედროებს ათასობით უპილოტო საფრენი აპარატი მიეწოდება.
ბოლო მონაცემებით, სულ შეძენილია 2 609 დრონი, 320 ლიეტუვური დრონისთვის კი წინასწარი გადახდა განხორციელდა. ლიეტუვური დრონების წარმოებაზე უკვე 2.6 მილიონი ევრო დაიხარჯა, ხოლო უკრაინელი მწარმოებლებისთვის აღჭურვილობის მიწოდებაზე – 1.7 მილიონი ევრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული