თათია ნიკოლაშვილი ხელისუფლებას კურორტ ბახმაროს დამსვენებლებისთვის დროული დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი ცენტრალურ ხელისუფლებას კურორტ ბახმაროს დამსვენებლებისთვის დროული დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.
ნიკოლაშვილის განცხადებით, ბახმაროში სტიქიის შედეგი მძიმეა – უხვმა ნალექმა გამოიწვია გზების ჩახერგვა, ამ დრომდე ცენტრალური გზებიდან ბახმარომდე მისვლა შეუძლებელია, ჩაკეტილია შიდა გზებიც.
მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ მყოფ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი ბავშვები არიან, შესაბამისი დახმარება დროულად გაეწიოთ.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ბახმარო ეკუთვნის, შესაბამისი ტექნიკით მომარაგებული არ არის, არ აქვს შესაბამისი რესურსი. შესაბამისად, ცენტრალური მთავრობის უპირველესი ვალდებულებაა, მოხდეს ტექნიკის გადაცემა სხვადასხვა რეგიონიდან.
ბახმარო ისეთი ადგილი არ არის, სადაც ადამიანები პროდუქტებით მომარაგებულები მიდიან. შესაბამისი სამედიცინო პუნქტები არ არის. დროულად უნდა მოხდეს შესაბამისი რესურსების მობილიზება. ადამიანებისთვის დახმარების გაწევა ნომერ პირველი საზრუნავია, რადგან ბახმაროში ტურისტული ზონისთვის შესაფერისად მოწყობილი სამედიცინო პუნქტი და სხვა რესურსები არ არის“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან