პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი და პარტიის ანგარიშები დააყადაღეს.
„ვაი თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი. არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას. ცეცხლი ოლიგარქიას!“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
როგორც პარტიაში აცხადებენ, იურისტი არკვევს ყადაღის დადების მიზეზს.




