ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა – წყალმა კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემურია

ბახმაროში სტიქიამ პრობლემები შექმნა. უფრო კონკრეტულად, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემური გახდა.
ამ დროისთვის ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.
ბახმაროს გარდა, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხსა და ცაგერში, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული