პაციენტი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ექთანს თავს დაესხა, დააკავეს

დააკავეს პაციენტი, რომელიც გუშინ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ექთანს თავს დაესხა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაკავებული.
ინფორმაციისთვის, გუშინ დილით, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, პაციენტი ექთანს თავს დაესხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“კლინიკაში განუცხადეს, ექთანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება.
„შემოყვანილი იქნა პაციენტი, 37 წლის ქალბატონი. მას უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რაც საჭირო იყო. მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს, საბედნიეროდ, დაზიანებები ზედაპირულია, მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი მხრიდან მყისიერად გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და აღნიშნული პიროვნება შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს“, – აღნიშნავენ კლინიკაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ყურაშვილი: რეალურად, საწვავის დეფიციტი იმდენად მძიმე არაა, როგორც ამას რუსები აღიქვამენ, მაგრამ რახან მოლოდინი ბევრად უარესის აქვთ, ხელოვნურად იზრდება მოთხოვნა და ისედაც მძიმე სიტუაციას უფრო ამძიმებს