რუსეთის და უკრაინის წარმომადგენელთა შეხვედრა თურქეთში, 23 ივლისს გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მომდევნო შეხვედრა, თურქეთში, ოთხშაბათს, 23 ივლისს გაიმართება. ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მას რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დამატებით დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.
დღეს რუსტემ უმეროვთან განვიხილე გაცვლის მომზადება და კიდევ ერთი შეხვედრა თურქეთში რუსულ მხარესთან. უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი. მეტი დეტალი ხვალ იქნება.
დღეს რუსტემ უმეროვთან განვიხილე გაცვლის მომზადება და კიდევ ერთი შეხვედრა თურქეთში რუსულ მხარესთან. უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი. მეტი დეტალი ხვალ იქნებ,” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ზელენსკიმ კიევისთვის სამი პრიორიტეტული საკითხი დაასახელა, რომელთა განხილვაც მათ სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლებთან მესამე მოლაპარაკებების დროს სურთ: “სამხედრო ტყვეების დაბრუნება, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნება და ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება,”

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…