კიევში კიტ კელოგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„შევნიშნე, რომ კიევში მისი ყოფნისას კიევზე რუსი აგრესორის თავდასხმა არ დაფიქსირებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ ვისი ეშინია პუტინს. პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მისი თქმით, გასულ კვირას კიევში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტით აშშ-ის ადმინისტრაციამ ინფორმაცია პირველ წყაროდან მიიღო.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რუსულ ნარატივს უნდა დავუპირისპირდეთ, იმას რომ რუსეთი გაიმარჯვებს. არა, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს და უკრაინა არ დამარცხდება“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
