“ეს აშკარა სასჯელის აქტია” – ზურაბიშვილი “ოცნებას”

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელებს“ ანგარიშებისთვის ინკასოს დადებას ეხმაურება.
ამბობს, რომ ეს “სასჯელის აშკარა აქტია”.
ტერორი საქართველოში მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „გაზეთელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გაყინა – ეს აშკარა სასჯელის აქტია.
ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა”- წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.
შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ამის შესახებ ინფრომაციას “ბათუმელები” ავრცელებს. მათი თქმით, შემოსავლებმა ოფიციალური მიზეზად დავალიანება დაასახელა, თუმცა მედია ორგანიზაციაში თვლიან, რომ რეალური მიზეზი მედია ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტაა.
უფრო მეტიც, “ბათუმელები” თვლის, რომ ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს.