ქართველი რეჟისორი დავით იმედაშვილი და მისი ცოლი, ანა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. წყვილი ქორწინების 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. ანამ გამომწერებს ვიდეოკოლაჟი გაუზიარა.
“დღეს ვზეიმობთ სიყვარულის დღეს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გვაკავშირებდა. ჩვენი გზა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე სოციალური მედია არსებობდა ან მანამდე, ვიდრე მობილურებს მაღალი გარჩევადობის კამერები ექნებოდათ (ფოტოების ხარისხითაც ჩანს). თითქმის ნახევარი ცხოვრება შენთან ერთად მაქვს გატარებული და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი სიცოცხლე ერთად ვიყოთ. ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა ვნახეთ, მაგრამ უმეტესობა სავსე იყო ბრჭყვიალით, სიხარულით და უზარმაზარი სიყვარულით. ერთად გავიზარდეთ, როგორც ადამიანები და როგორც ოჯახი… და ეს მხოლოდ დასაწყისია!! იმიტომ რომ დღეს უკვე “სრულწლოვანები” ვართ – გილოცავ ქორწინების 18 წლის იუბილეს! იჰუ! სამუდამოდ მიყვარხარ” – წერს ანა საკუთარ გვერდზე.
წყვილი ამჟამად შვილებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
დავით იმედაშვილი 1979 წლის 23 აპრილს დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი.
ცნობილი ნამუშევრებია „ოცნების ქალაქი“ (2009) და „ვისი სული გსურს“ (2016). აგრეთვე არის ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი.
პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „ოცნების ქალაქი“, 2009 წელს გადაიღო. 2016 წელს მისი რეჟისურით ეკრანებზე ახალი რომანტიკული კომედია და ფენტეზი — „ვისი სული გსურს“ გამოვიდა.
2011 წელს იყო ქართულ-ამერიკული თრილერი ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ენდი გარსია, ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და სხვები.
დავით იმედაშვილს 3 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს.
ანა რეჟისორის რიგით მესამე ცოლია და წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ. „ის ის იყო კორონამ შემოგვიტია, ფორიაქი და ბრაზი მემატებოდა, რომ ანა მომადგა და მეუბნება: დავით, მოემზადე, მეოთხე შვილის მამა ხდებიო”, – წერდა დათო იმედაშვილი სოციალურ ქსელში.
